იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ცესკოს თემა პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა

ჩემი აზრით, ცესკოს თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა რამდენი ვეტო დაადო საარჩევნო კანონმდებლობას, არავინ იცის და რამდენი ვეტო მოეხსნა, ასევე არავინ იცის.

„ჩემი აზრით, ცესკოს თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა. ამიტომ, პრეზიდენტმაც იდროვა და რამდენი ვეტო დაედო საარჩევნო კანონმდებლობას კაციშვილმა არ იცის, რამდენი ვეტო მოეხსნა, ასევე არავინ იცის. ვეტოს დადებამდე, ვეტოს მოხსნის შემდეგაც, ვეტოს შუა პერიოდშიც და მომავალშიც, როცა ვეტოებზე საუბარი არ იქნება, ცესკოს თავმჯდომარე მაინც გიორგი კალანდარიშვილი იქნება. ამდენი შრომის და ბრძოლის შედეგად, 1%-თაც კი არ იცვლება ქართველი ხალხისთვის. ამას გვთავაზობენ, როგორც პრეზიდენტის მიუკერძოებლობის და ჭეშმარიტი ოპოზიციონერობის სიმბოლოდ, რისიც მე არ მჯერა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია