აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.

როგორც აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება