აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.

როგორც აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

„თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.