მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, იქიდან გამომდინარე, რომ მან გაბედა ის, რაც ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა აქტივისტმა გაბედა

ჩვენ უკვე სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, იქიდან გამომდინარე, რომ მან გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა აქტივისტმა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც კი.

„პრეზიდენტი გახდა „ნაცმოძრაობის“ რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც კი. შესაბამისად, ჩვენ უკვე სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, იქიდან გამომდინარე რომ მან გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“” სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა აქტივისტმა, მაგალითად ბერძენიშვილმა, რომელიც ყოველთვის ებრძვის სიწმინდეებს, ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ქვეყნის წინაშე, პატრიარქს, ჩვენს ისტორიას და ქართულ იდენტობას. მათ რიგებში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად იერიში მიიტანა საქართველოს პატრიარქზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება