ნიკი ჰეილი - კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება - ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ

კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს.

ჰეილიმ სამხრეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპს მიულოცა, მაგრამ მისი მხარდაჭერის მოწოდებით არ გამოსულა.

“როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი გახდება რესპუბლიკელი კანდიდატი, როდესაც ჩვენი პარტიის ყრილობა გაიმართება ივლისში. ვულოცავ მას და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება. ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს ჩვენი დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ”, - განაცხადა ჰეილიმ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ახლა დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული „რესპუბლიკური პარტიისა“ და მის მიღმა მათ ხმების მოპოვება, რომლებიც ახლა მხარს არ უჭერენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი ამას შეძლებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს