პრეზიდენტი - არა მგონია, აუცილებელი იყოს კოალიციურ მთავრობაში ჩემი ყოფნა, მე ვარ იქ, სადაც ვარ - მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს

არა მგონია, აუცილებელი იყოს [კოალიციურ] მთავრობაში ჩემი ყოფნა. მე ვარ იქ, სადაც ვარ. მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმაზე, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია, რადგან ყველა მხარემ იცის, რა აქვთ საერთო - ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

„ნათლად უნდა გავიგოთ - კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც მანამდე სათავეში იყო, განადგურდება და თამაშიდან საერთოდ წავა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ იგივე „ქართული ოცნება“ რაღაც როლს ითამაშებს. დღეს, საარჩევნო პირობებში, კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვიცით საერთო რა არის - ევროკავშირთან მოლაპარაკება. აბა, ვინმემ თქვას, რომ არ უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას. მე მგონი, ვერავინ ამას ვერ გაბედავს. ვინც ევროკავშირის თემაზე თანხმდება, ყველასთვის მარტივია, რომ კოალიციურ მთავრობას შეუერთდეს. ამ მთავრობის დანიშნულება ძალიან მკაფიო იქნება. შეიძლება ეს ცხრავე რეკომენდაციის შესრულება არ იყოს, მაგრამ უნდა შევასრულოთ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო.

არა მგონია, აუცილებელი იყოს ჩემს მთავრობაში ყოფნა. მე ვარ იქ სადაც ვარ, მგონი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რაც უფრო ხშირად ამბობენ, რომ არანაირი როლი არ მაქვს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ალბათ მაქვს. ამ პერიოდში მითუმეტეს. ეს არის მცდელობა, რომ ყველა მხარეს შორის რაღაცნაირი ერთობა იყოს და ვნახოთ, სად არის ის საერთო წერტილები, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ჩვენი მომავალი ნაბიჯი ევროპისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია