პრეზიდენტი - კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში - ვისურვებდი, მას არაფერი მოუვიდეს, მაგრამ ვეტოს რედაქციით, მოადგილე ოპოზიციურ როლში დარჩებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა

მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს [ცესკოს] თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში, არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს, რადგან ამ შემთხვევაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ პროცესში ყველა მეტნაკლებად ჩართულია.

მისივე თქმით, თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება.

„მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შერეული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის ხმებს შორის ისეთი თანაფარდობით, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თითქოს კანდიდატის ირგვლივ რაიმე კონსენსუსი მაინც არსებობდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც ახალ პროექტში გააუქმეს, საჭიროა. ესეც მოსახლეობას უქმნის განცდას, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია და საქმის მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ.

მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში? ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ვეტოს ახალ რედაქტირებაში მათ შევთავაზეთ, რომ კონსპირაციის თეორიები დასრულდეს, ცხადია, მე ვისურვებდი, რომ ცესკოს თავმჯდომარეს არაფერი მოუვიდეს. თავმჯდომარეს ეყოლებოდა ერთი მოადგილე და მეორე ოპოზიციური მოადგილე თავის ოპოზიციურ როლში დარჩებოდა, მხოლოდ საქმის კურსში იქნებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა.

როდის აქვს ხალხს არჩევნების შედეგის მიმართ უნდობლობა? როცა არ ენდობიან პროცესს ან იმათ, ვინც ამ პროცესს უძღვება, ამიტომ ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მაღალი ნდობა იყოს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიმართ.

თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო