პრეზიდენტი - არის სურვილი, მომნათლონ „ნაცმოძრაობის” ლიდერად, ათეისტად, ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან და ზიარებაზე დადიან სურათებისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში, ამას იყენებენ პიარისთვის - მე არ შევცვლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა

არის სურვილი, მომნათლონ „ნაცმოძრაობის” ლიდერად, ათეისტად, ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან და ზიარებაზე დადიან სურათებისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში, ამას იყენებენ პიარისთვის - მე არ შევცლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპატრიარქოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილს „იმედი აქვს, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართული, პროევროპული და არა პრორუსული პატრიარქი“.

„ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მე მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ათეისტად, ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში. მე არ შევცლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა. კითხვაზე პასუხად, არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული, მე ეს ვთქვი, პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორიც იყო ქართული ეკლესია - პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ, რომ ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში. ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი.

უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას....რომ როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა. არაფერი არ მითქვამს..

მაგრამ მე არ შემიძლია გავჩუმდე იმაზე, რომ არის მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, ყველა კუთხით. ამავე დროს, სულ მიდის საუბარი, რომ "პრეზიდენტი არაფერი არ არის", "არ აქვს არანაირი როლი", "არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს", თუ ასეა, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? - ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებებით.

მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა