შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ "ენჯეოები" და ეს "ენჯეოები" ფინანსდება უცხოური ყულაბიდან - საფრანგეთში გერმანიამ რომ დააფინანსოს ფრანგული პარტია, ეს იქნება ისეთი სკანდალი, ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდებიან

ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ "ენჯეოები" და ეს "ენჯეოები" ფინანსდება უცხოური ყულაბიდან - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არცერთი სახელმწიფო არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსება იდება პარტიულ ყულაბაში. სახელმწიფოს იდეა არის სუვერენიტეტი. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, 1988 წელს აქციები რომ იყო, ბავშვი ვიყავი მაშინ, 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი დამოუკიდებლობა, რისთვის გვინდოდა ეს სუვერენიტეტი? - ეს იმიტომ არის, რომ არის იდეა, რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესებით. ეს ერთი, მეორე - ასევე, ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესი და ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესით, არავინ არ მოქმედებს სხვისი ინტერესით. არცერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა. ისმის კითხვა, ქართველი პოლიტიკოსი ვისი ინტერესით უნდა მოქმედებდეს? ქართველი ხალხის ინტერესით, ხომ? და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ უცხოური ფინანსები ბევრ ძალიან კარგ საქმესაც ხმარდება, მაგალითად ძეგლების აღდგენას და სხვა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ძეგლები არჩევნებში არ მონაწილეობენ, ქვეყანას არ მართავენ და კანონებს არ იღებენ.

„ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, ამიტომ საქართველოში აკრძალულია კანონით უცხოეთიდან დაფინანსება, ეს ყველა ქვეყანაში აკრძალულია. საფრანგეთში გერმანიამ რომ დააფინანსოს ფრანგული პოლიტიკური რომელიმე პარტია, ეს იქნება ისეთი სკანდალი, რომ ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდებიან. ჩვენთან ეს ჩვეულებრივია. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო