შალვა პაპუაშვილი - სანქციების შემთხვევაში, თუ საქართველო დადგება ომის, ან ეკონომიკური კატასტროფის წინაშე, ევროკავშირი დაგვეხმარება? - ჯერ ამაზე გვიპასუხონ და შემდეგ იქნება ჩვენი პასუხი

ჩვენთვის უკრაინელი ხალხის ტანჯვა და ამ ტანჯვის დასრულება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ემოციური ემპათია ამ ხალხის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხარდაჭერის გარეშე, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას და არ იაზრებს ომის, ან ეკონომიკური კატასტროფის რისკებს, ან სანქციების პარალელურად არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვენი ქვეყნის წინაშე არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ავლენს.

,,ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი რუსეთის დასანქცირება არ არის. თუ ჩვენ დავასანქცირეთ და ჩავკეტეთ ვაჭრობა, რუსეთი იტყვის, რომ მაშინ მე მთლიანად ვკეტავ ყველაფერს. ეს ნიშნავს მინუს 18 % ეკონომიკურ ვარდნას. გარდა ამისა, იწვევს ესკალაციას, ომის საფრთხეს და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩემს ინტერესშია, საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს, ჩვენ ვეუბნებით, რომ შესაძლოა, თქვენს ინტერესშია, მაგრამ ჩვენს ინტერესში არ არის და ამიტომ უარეს ვამბობთ. როდესაც ჩვენ გვეუბნება ევროკავშირი ან სხვა ქვეყანა, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ჩვენ ვუხსნით, რომ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური რისკი - ჩვენ დავაწესებთ სანქციას, რომელიც მისთვის იქნება ბრწკენა, ხოლო მას შეუძლია გამოიყენოს ფართომასშტაბიანი ემბარგო. თქვენ ამ ზარალს აგვინაზღაურებთ? ვეკითხებით ევროკავშირს, გვეუბნებიან - არას. მეორე, ეს გამოიწვევს ესკალაციას და შეიძლება ჩვენ დავდგეთ ომის საფრთხის წინაშე რუსეთთან. თქვენ ჩვენ დაგვეხმარებით, იომებთ? - გვეუბნებიან არა, არ ვიომებთ. თქვენ უსაფრთხოების ქოლგას გადაგვაფარებთ? - არაა. ეკონომიკურ ქოლგას გადაგვაფარებთ? - არა. თუ არც ეკონომიკურ და არც უსაფრთხოების ქოლგას გადაგვაფარებთ არის თუ არა ეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ჩვენ საფრთხეში უნდა ჩავაყენოთ ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები. იგივე საფრთხეში, რომელიც ახლა რეალიზებულია უკრაინაში, რომელიც ჩვენთან ბევრჯერ რეალიზირდა.

ჩვენთვის ეს არ არის კინო, რომელსაც დისტანციურად, ტელევიზორში ვუყურებთ, ეს ჩვენ ჩვენთან გვაქვს ნანახი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხარდაჭერის გარეშე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, მედიასაც მოვუწოდებ, ჩაეკითხეთ - იმ შემთხვევაში, თუ საგარეო პოლიტიკის 100 %-იანი დაახლოებით საქართველო დადგება ომის, ან ეკონომიკური კატასტროფის წინაშე, ევროკავშირი დაგვეხმარება? კი, თუ არა? ჯერ ამაზე გვიპასუხონ და შემდეგ იქნება ჩვენი პასუხი,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი2"- თან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება