საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ყოველწლიური - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია” გრძელდება

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ყოველწლიური - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია” გრძელდება.

კონფერენცია თბილისში, “რედისონ ბლუ ივერიაში” მეორე დღეა მიმდინარეობს.

პანელური დისკუსიების მეორე დღე კონფერენციაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულმა, ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა გახსნა, რომელიც კითხულობს მოხსენებას - "პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე".

კონფერენცია გუშინ გაიხსნა და 5 სესია ჩატარდა. გუშინვე, მონაწილეებს სიტყვით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა პირველწყაროებიდანაა შესაძლებელი.

2024 წლის “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” განიხილება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის მიზანია გამოკვეთოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთკავშირი; იმსჯელოს გლობალურ მეტოქეობაზე გლობალურ და ქართულ კონტექსტში; შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზეგავლენა საქართველოზე და განიხილოს საქართველოს როლი და ადგილი გლობალურ დღის წესრიგში.

მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრს, მათ შორის, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონში და გარკვეული აქტორების მცდელობას, შეასუსტონ დემოკრატია და გლობალური სტაბილურობა. კონფერენციას ესწრება 250-ზე მეტ მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო