ადგილწარმოშობის დასახელება „უწერა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „უწერა“ „საქპატენტში“ 2014 წლის 12 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „უწერას“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

მთიან სოფელში, ცხენოსანმა ბავშვებმა ასეთი თქმა იციან - აქ ამოსული ყველა უცხოელი ტურისტი ცხენით მიგვყავს მდინარის სათავის სანახავად, აქ ამოსული ქართველები კი არასდროს ნახულობენ საიდან იწყება დიდი წყალუხვი მდინარეებიო. რაჭაში თუ სვანეთში, კავკასონის ქედს გასწვრივ არსებულ ყველა სოფელსა და ხეობაში გვაქვს ფუფუნება ვნახოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მდინარეები. როგორ ჩამოედინება მყინვარის განადნობი წყალი და როგორ იკრებს ძალას რომ დიდ მდინარედ გადაიქცეს.

ერთ-ერთი ასეთი ადგილია უწერა. დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდი, რომელიც სვანეთისა და მესტია-თიანეთის ნაპრალურ-კარსტული წყალწნევიანი სისტემების შეხების ზოლშია მოქცეული.

უწერა უმდიდრესია მინერალური წყლების რაოდენობით და მრავალფეროვნებით. აქ არის მთელი საბადო, სადაც სხვადასხვა შემადგენლობისა და თვისების წყალი მოედინება.

ზოგიერთი მათგანი ნომრით არის ცნობილი, მაგალითად წყაროს წყალი №12, №28, №2 ”კალცის“ წყალი, №24, რომელიც წლების განმავლობაში ქარხნულადაც ისხმებოდა, №16 შავი წყლის სახელით ცნობილი მინერალური წყალი, რომელიც ჭურჭელში მოგროვების შემდეგ, გარკვეულ დროში ფერს იცვლის. ასევე, ცნობილია წყალი სახელად ნაპერწკალა და, რაც მთავარია, გვერითა.

წლების განმავლობაში უწერა განთქმული იყო სანატორიუმებით, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები წყლის დასალევად ადიოდნენ და სამკურნალო მიზნით კვირაობით რჩებოდნენ. სოფელ უწერაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წყალი დღემდე ბუნებრივად მოედინება და ყოველ მათგანს სხვადასხვა დანიშნულებისთვის მოიხმარენ, იქნება ეს გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თუ სხვა დაავადებების სამკურალოდ.

ზემო რაჭა ადეკვატური პროცესების ზემოქმედების ზონაშია. ეს ნიშნავს ამინდის ნორმალური მსვლელობის დარღვევას. ამინდის მკვეთრი ცვალებადობა - აცივება და ნალექების დიდი რაოდენობა დაკავშირებულია ციმბირის ანტიციკლონთან, არქტიკა - აზორის ანტიციკლონთან და ხმელთაშუა ზღვის ციკლონებთან. ასევე, თავისი გავლენა აქვს შავ ზღვასაც. საერთო ჯამში, ზემო რაჭის კლიმატური პირობები არის განსაკუთრებული და უნიკალური, რაც ამ მხარის წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მაღალ ხარისხზე აისახება.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში