ისლანდიის პრეზიდენტი - ჩვენ კარგად ვიცით, როცა უკრაინაში რუსეთის ომი მძვინვარებს, თავისუფლება რისკის ქვეშ დგება მთელს ევროპაში - ის გავლენას ახდენს ჩვენზეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორს ვართ

გუშინ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ოძისს ვეწვიე, ის ახლოს იყო ხაზთან, რომლის გადაკვეთაც არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ხაზის მეორე მხარეს საქართველოს ტერიტორია იყო. ეს ცოტა განსხვავებულია ჩემს კუნძულზე არსებული ვითარებისგან, რომელიც ატლანტიკის ოკეანეშია - ჩვენ არ გვყავს ჯარი, არ გვყავს უშუალო მეზობელი, რომელიც გვემუქრება ძალადობითა და ომით. არის ეს გამოცდილება, რომელსაც შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო? არ იყოლიოთ მეზობლები, მაშინ თავისუფლები იქნებით! არის ეს კარგი რჩევა, ისლანდიისგან? საკამათოა!- ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ისლანდიის პრეზიდენტმა ევროპაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია სხვა ევროპული ქვეყნებისგან მოშორებითაა, ისტორიული გამოცდილება კარნახობს, რომ ევროპაში მიმდინარე ომი მასზეც ახდენს გავლენას და კუნძულის უსაფრთხოება და დაცულობა, სხვა ქვეყნების უსაფრთხოებასა და დაცულობაზეა დამოკიდებული.

„ისლანდია პატარა და ახალგაზრდაა. ადამიანები კი იქ 1000 წელზე ოდნავ მეტხანს ცხოვრობენ, ამიტომ ჩვენი ისტორია არც კი შეედრება მდიდარ ტრადიციასა და მემკვიდრეობას საქართველოში. მოსახლეობა არც თუ ისე ბევრია - მე, ჩემი დელეგაცია და 400 ათასამდე ადამიანი.

ჩვენი ისტორია ამ კუნძულზე, სხვებისგან მოშორებით გვეუბნება, რომ ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა სხვების უსაფრთხოებასა და დაცულობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის ომი მძვინვარებს, თავისუფლება რისკის ქვეშ დგება მთელს ევროპაში. როდესაც ომია ევროპაში, ის გავლენას ახდენს ჩვენზეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორს ვართ. ჩვენ არ ვცხოვრობთ იქ იზოლაციაში.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ არ გვყავს ჯარი, არ ყოფილა ომი ისლანდიის მიწაზე მეცამეტე საუკუნეში სამოქალაქო ომის შემდეგ და მაშინაც ქვებით ვიბრძოდით, ქვებს ვესროდით ერთმანეთს. ჩვენ ხშირად გვესმის ავტოკრატებისგან, რომ ქვეყნის ღირსება დაცული უნდა იქნას და მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ღირსებასა და პატივს არაფერი აქვთ საერთო ძალასა და ძალადობასთან. მოდით ვისაუბროთ ღირსებასა და პატივზე, როდესაც აშენებ საავადმყოფოებსა და სკოლებს, ვისაუბროთ ღირსებასა და პატივზე, როდესაც ხალხს საშუალებას აძლევ ჰქონდეთ უკეთესი და ბედნიერი ცხოვრება. მოდით ვისაუბროთ ღირსებასა და პატივზე, როდესაც ნაკლები კორუფცია და მეტი ადამიანის უფლებაა, როდესაც შენი განზრახვაა მშვიდობა და კეთილდღეობა და არა ომი და ბრძოლა. ეს არის ნამდვილი პატივი და ღირსება და შეიძლება ეს არის სივრცე ჩვენთვის, პატარა სახელმწიფოებისთვის. შეიძლება ჩვენ, პატარა სახელმწიფოებიც არ ვართ უკეთესები და უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს სირთულეების შესაქმნელად, მაგრამ ამისთვისაც შეგვიძლია მადლობლები ვიყოთ. მახსენდება ერთი ფრაზა, რომელიც ბალტიელ ლიდერს ეკუთვნის, მას ჰკითხეს, რა არის თქვენი მომავალი მისწრაფება თქვენი ქვეყნისთვისო, -ეს მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან ცოტა ხანში, 1990-იან წლებში, და მან უპასუხა, მინდა რომ ვიყოთ კიდევ ერთი მოსაწყენი ნორდიკული ქვეყანა, სადაც არაფერი ხდებაო. ეს რეალურად არის ის, რისკენაც შეიძლება სწრაფვა - მშვიდობა და კეთილდღეობა, ამაღელვებელი ემოციების მიღება კი საქართველოს მსგავს მშვენიერ ქვეყანაში ვიზიტით შეიძლება. რატომაც არა?!“ - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა