გო“ე“მო ხარისხის ნიშანი „ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატოს“ კიდევ ერთმა ფილიალმა მიიღო

გო“ე“მო ხარისხის ნიშანი „ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატოს“ კიდევ ერთმა ფილიალმა მიიღო. ჭავჭავაძის 2 ნომერში მდებარე კაფე გო“ე“მოს წარმომადგენლებმა შეისწავლეს და შესაბამისი ნიშანი გადასცეს.

გო“ე“მო კვების ობიექტების შეფასებისა და ხარისხის დამადასტურებელი ფრანგული ბრენდია, რომელიც 1965 წელს დაარსდა. მისი მთავარი ორიენტირი ხარისხია. გო“ე“მოს ექსპერტების ჯგუფი აფასებს კვების ობიექტების გარემოს, ინტერიერს, მომსახურებას, კერძების პრეზენტაციის ტექნიკას, ინგრედიენტების ხარისხს და აღნიშნულის შესაბამისად ანიჭებს მას ნიშანს.

„ჩვენთან ჰარმონიულადაა შერწყმული ხარისხი, გემო და ვიზუალი, ასევე გარემო და მომსახურება. სწორედ ამიტომ ჩვენი კაფე ბევრისთვის საყვარელი ადგილია. როგორც წესი, შემოწმება ხდება ანონიმურად. ამიტომ ჩვენ ხარისხის ნიშნის შესახებ, მხოლოდ მისი მიღების შემდეგ გავიგეთ. ეს არის დასტური ჩვენ მიერ ხარისხიანად შესრულებული საქმისა. სასიხარულო, საამაყო და სტიმულის მომცემია როგორც კომპანიისთვის, ისე ჩვენი ფილიალის პერსონალისთვის,” - აღნიშნავს „პიატოს“ მენეჯერი რუსკა ცინდელიანი.

საქართველოში გო“ე“მო 2017 წლიდან არსებობს და მას შემდეგ აქტიურად ხდება კვების ობიექტების შეფასება.

„ბიბლუსის“ წიგნის კაფეების ქსელი „პიატო“ 5 ობიექტს აერთიანებს. მათგან სამი თბილისში მდებარეობს, ერთი - ბათუმში და ერთი - ქუთაისში. გო“ე“მოს ნიშანი ამ ეტაპზე 3 კაფეს გადაეცა.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს