მამუკა მდინარაძე - უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი აქტივისტი, რომელიც იმასაც კი კადრულობს, რასაც, მაგალითად, ბერძენიშვილი, რომელიც თავს ესხმის საქართველოს პატრიარქს. ძალიან მდაბიო პიარია ნაწარმოები საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ეთქვა, რომ საქართველო ამ მოცემულობით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, სანამ ეს არ ვაიძულეთ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, როცა რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს. როცა დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს ამგვარი "ნაცური" რადიკალიზმით, აქაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოხსენიებული იქნები "ნაცებთა" შორის უფრო "ნაცად". შესაბამისად, უფრო "ნაცური" ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის.

რაც შეეხება მის განცხადებებს, მე არ ვიცოდი ზურაბიშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც კალანდარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ეს არის უკიდურესი სკანდალი, თუ ასეთი რამ თქვა. თუ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მინიშნება გააკეთა, ეს ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ან მორალური, ან ფიზიკური თავდასხმა იგეგმებოდა ცესკო-ს თავმჯდომარეზე. ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ განიხილებოდა თემა საკუთარი თანამდებობიდან ცესკო-ს თავმჯდომარე რამენაირად მოეშორებინათ და მისი ადგილი დაეკავებინა მოადგილეს, რომელიც არის "ნაცური" პარტიის ანუ ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. არსად ცივილიზებულ სამყაროში არ არის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი მოადგილე შეითავსებდა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობას, მისი არ ყოფნის შემთხვევაში. ამგვარი, ცუდი გაგებით, უპრეცედენტობა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცებს" ჩაეტარებინათ არჩევნები. ეს იგეგმებოდა და ეს დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც, როგორც ჩანს"- განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება