შალვა პაპუაშვილი კენ ვოლაკის განცხადებაზე - მივესალმები იმის დადასტურებას, არამთავრებო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, სამოქალაქო საზოგადოება არაა - ფიცი გავიგეთ, საჭიროა საქმეზე გადასვლა

მივესალმები „აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებას და იმის დადასტურებას, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში სამოქალაქო საზოგადოება არ არის და არამთავრებო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, სამოქალაქო საზოგადოება არ არის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადებას, რომ NED-ი პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუ ეს გულწრფელი განცხადებაა, ფონდმა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა შეწყვიტოს.

„ამას ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვამტკიცებთ. მისასალმებელია, რომ ამ ფონდის ხელმძღვანელმა ეს დაადასტურა. ეს ფიცი მოგვწონს. ახლა გვინდა მტკიცებულებაც, რომ ეს ყველაფერი საქმეში გადაიზარდოს. ზუსტად „ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პარტიულ არასამთავრობოებს. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, მისი დაფუძნებულია.ეს არის მაგალითად ორგანიზაცია, სადაც გიორგი კანდელაკი არის ლიდერი. ეს არის მაგალითად „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“, რომელიც ანა დოლიძის დაფუძნებულია. ყველა ამ არასამთავრობოს დამფუძნებელი და ლიდერი არის პოლიტიკოსი, პარტიული ლიდერები. ყველა ეს პარტიული ლიდერი ჯიბეში ფულს იდებს უცხოეთიდან. ამიტომ, ეს ფიცი გავიგეთ, ახლა საჭიროა საქმეზე გადასვლა. თუკი ეს არის გულწრფელად ნათქვამი სიტყვები, უნდა შეწყვიტოს ფონდმა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ჩვენ ახლა გვინდა საქმე.

მეორე, ასევე საუბარი იყო ხელმძღვანელობის მხრიდან გამჭვირვალობაზე, თუკი რომელიმე ფონდი არის გაუმჭვირვალე, ეს არის ზუსტად „აშშ-ის დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის ფონდი“.

პირადად არაერთხელ მოვუწოდე სხვადასხვა არხებით, რომ ქართველი ხალხისთვის გასაჯაროონ, რა პროექტებს აფინანსებენ. როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, რაში ეხმარებიან ქართველ ხალხს, არავინ ეუბნება?სამწუხაროდ, დღემდე არ საჯაროვდება. დამალულია მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები და სამწუხაროდ, არ საჯაროვდება. ეს რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის არანაირ სტანდარტს არ პასუხობს, არათუ ამერიკულს, ყველაზე დაბალ სტანდარტსაც კი. ეს განცხადება მისასალმებელია, პირველად მოვისმინეთ უცხოელი აქტორისგან, აქამდე გვერდის შემოვლა მიდიოდა ხოლმე. პირველად ხაზგასმით მოვისმინეთ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არასამთავროებში არიან, ასეთი არასამთავრობო არასამთავრობოდ არ ითვლება და მეორე, არასამთავრობო, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების პრეტენზია, არასამთავრობოები არ არიან. განცხადება მოვისმინეთ აშშ-ის წარმომადგენლის მხრიდან, რაც კარგია, ახლა საქმეზე გადავიდნენ და ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც პარტიულ ჯიბეებში მიდის“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება