ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი არაშენდაში, ფხვენისში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, ქიწნისის მეურნეობაში, ბროწლეთსა და ტყვიავში იმყოფებოდა.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფლებში როგორც სოფლამდე მისასვლელი გზების, ასევე შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე არხებიც მოეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია