ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 150 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 150 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.

“უკრაინას ძალიან სჭირდება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ ომს. ნორვეგია ეხმარება უკრაინას საარტილერიო ჭურვებით როგორც საკუთარი მარაგებიდან, ასევე პირდაპირ მრეწველობიდან. დღეს გადავწყვიტეთ 1.6 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე [დაახლოებით 150 მილიონი ევრო] შევიტანოთ ჩეხეთის რესპუბლიკის ეგიდით არსებულ ინიციატივაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას ძალიან საჭირო საარტილერიო ჭურვები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნება, რომ ნორვეგიის წვლილი ინიციატივის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენაზე ჩეხეთის ინიციატივას აქამდე შეუერთდნენ კანადა, დანია და რიგი ქვეყნები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მოგვიანებით ინიციატივას საჯაროდ შეუერთდნენ ნიდერლანდები (250 მილიონი ევრო), ბელგია (200 მილიონი ევრო) და საფრანგეთი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე