ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი - ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი - არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

რობერტ კიუტის თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შესახებ კი მხოლოდ მედიით იცის.

“ეს ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი… არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მითუმეტეს მათთან”, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრის” თქმით, გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია, ხოლო რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხიდაშელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო იდეები აქვს. მისივე თქმით, „ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.“ ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, დავით ხიდაშელთან ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. „რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში