ირაკლი ჩიქოვანი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესთან ერთად, სენაკში, საქართველოს ეროვნული გვარდიის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად, სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია