ბექა დავითულიანი  - უნდა ვიზრუნოთ, ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში - პროექტი, რომელიც დამუშავდება, უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს

პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და მეორეს მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა დაახლოებით ერთი კვირის წინ იმიტომ, რომ კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება“, -აღნიშნა დავითულიანმა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია ყველა ჩაერთოს.

„სასურველია ყველა ჩაერთოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში. შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და უფლებებს დაიცავს მიუხედავად მათი იდენტობისა და მეორეს მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში ტენდენციას ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას - შეთავაზებულია, ვისურვებდი ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე