რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრთა ხელფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრთა ხელფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის.

გოცირიძემ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოების წევრებისა და თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურება მინისტრებისთვის კანონით დადგენილ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალურ ჭერს გაუტოლდება.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომის ანაზღაურება საშუალოდ 255 ათასი ლარია, რაც თვეში 21 ათას ლარს აღემატება და ორჯერ მეტია საქართველოს პრეზიდენტის დღეს არსებულ ერთი თვის შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო სამჯერ მეტი - მინისტრების შრომის ანაზღაურებაზე.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2023 წლის მონაცემებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მიერ წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 258 590 ლარია, რაც ყოველთვიურად 21 500 ლარს აღემატება. კომუნიკაციების კომისიის წევრის ანაზღაურება წლის განმავლობაში 246 300 ლარია (თვეში 20 500). სემეკის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება წლის განმავლობაში 243 804 ლარია (თვეში 20 300), სემეკის წევრის კი - 241 887 ლარი (თვეში 20 157 ლარი).

“მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის წლიური შრომის ანაზღაურება 105 275 ლარია (ყოველთვიურად 8 900 ლარი), მინისტრის - 84 600 ლარი (ყოველთვიურად 7 000 ლარი) მარეგულირებელი ორგანოების წევრების ხელფასებისთვის წელიწადში საშუალოდ 250 ათას ლარამდე გაცემა ლოგიკას მოკლებულია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება