ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური მიმდინარეობს

2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყო, რომელიც 122-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი აკვირდებოდა.

„2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობდა 26 300-ზე მეტი მოსწავლე; მათგან მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა; მესამე ტურში კი მონაწილეობს 600 მოსწავლე.

შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამარჯვებული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა