მათი მდაბიო პიარ კამპანია მოსახლეობაში როგორ უნდა გაიყიდოს? დადასტურდა, რომ ეს კამპანია ნაადრევად წამოიწყეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე ლგბტ პროპაგანდა, რომ ცუდია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა „გამარჯვების პლატფორმის“ განცხადებებს ქვეყანაში პროდუქტის ფასების მატებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ პასუხობენ კითხვას ლგბტ პროპაგანდა არის თუ არა ცუდი, რადგან მდინარაძის შეფასებით, მათ „ქართველი ხალხის და თავისი პატრონების ეშინიათ“.
„მათ ეს კამპანია მხოლოდ და მხოლოდ უპასუხისმგებლობის გადასაფარად უნდათ. მაშინ, როდესაც მართლა ფასები იზრდებოდა და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდპანდემიის დროს და მის შემდეგ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ. როდესაც პასუხს კითხვაზე ვერ სცემენ კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი რაიმე ნორმას რაიმე სახით მხარს დაუჭერენ თუ არა, ცუდი რომ არის ამაზე პასუხს ვერ სცემენ. იცით რატომ? - იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების. ეს არის რეალობა. ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის კითხვასაც კი: „მოდი, ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა“. ასევე, ქართველი ხალხის რისხვის ეშინიათ. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა დღემდე, რომ გაურბიან და მიკიბ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, რომ თითქოს დღეს აქტუალური არ არის. ჩვენ ეს თემა წამოვჭერით ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოჭრეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდი. ჩვენ დიახ, მათ ვპასუხობთ, რომ ფასების ზრდა არის ცუდი, განსაკუთრებით ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდეგ პერიოდში, მაგრამ ახლა კონკრეტული პასუხები გვაქვს, ამაზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც სანქციების დაწესებას ითხოვდა რუსეთთან და ეკონომიკის ჩამოშლას. აი, მაშინ გენახათ თქვენ ფასების ზრდა და ხალხის გაჭირვება. მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ წლების განმავლობაში შეძლო სიღარიბე გაანახევრა და ის ნახევარიც ძალიან ბევრია, რამდენიმე ასეული ადამიანია და სათითაოდ დასდევენ და ამ ხალხის გაჭირვებაზე თავიანთ პიარ კამპანიას აგებენ. თურმე აქაც გამზადებული ჰქონიათ კამპანია, როგორც კი სანქციებს დავაწესებდით და ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და მინუსში წავიდოდა, ორ ნიშნა ზრდაში კი არა, აი, ამ კამპანიას ახლა რომ ვუყურებთ, ამ კამპანიას „დაცხებდნენ“ და ეს კამპანია გაცილებით მძაფრი იქნებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, გაჭირვებულ ადამიანზე პოპულისტური პიარის აგება „სიბინძურე და მდაბიოობაა“.
„ქვეყანას ვერ იპოვით, სადაც ასეულობით ათასი ან შეიძლება მილიონობით ადამიანი გაჭირვებული არ იყოს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სიდიდეს გააჩნია. მათზე პოპულისტური პიარის აგება ცალკე სიბინძურე და მდაბიოობაა. ჩვენ შევძელით დავასტაბილურეთ იმგვარად ფასები, რომ ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია უკვე ქვეყანაში, მაგრამ გაჭირვებული ოჯახები რჩება და ამ გაჭირვებულ ოჯახებს და მათი გაჭირვების და სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება იგივე დინამიკა - მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ის სწორი პოლიტიკა, რასაც ჩვენ მივყვებით და რა გზაზე ვდგავართ.
როგორ უნდა გაიყიდოს მათი ეს მდაბიო პიარ კამპანია მოსახლეობაში? - დადასტურდა, თუ როგორ იმოქმედებდა როზნერის მითითებით და ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომის გადასაფარად კონკრეტული ადამიანი, ეს ადამიანი აღმოჩნდა ისევ სასაცილო ლევან ხაბეიშვილი. დადასტურდა, რომ ეს კამპანია ნაადრევად წამოიწყეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე ლგბტ პროპაგანდა, რომ ცუდია. რომელიმეს ამ დღეების განმავლობაში გახსენდებათ ერთი პასუხი მათი? წარმოიდგინეთ რა დღეში არიან, მართლა მეცოდებიან. ასეთ დღეში ადამიანმა თავი, როგორ უნდა ჩაიგდო რომ იმდენად ვიღაცის გეშინოდეს ვიღაცის, რომ „ცუდია ლგბტ პროპაგანდა თქვა, მაგრამ კანონი არ არის საჭირო ან რაღაცა“. შარშან მე ხომ ვამბობდი, რომ არ იყო მართლა ის ეტაპი, რომ ამგვარი სიმძაფრით იყო. მაინც მგონია მეთქი, რომ ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი პროპაგანდით, მაგრამ იმდენად გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ წელს ვამბობთ, რომ ამას კანონმდებლობა სჭირდება, ამას უკვე რეგულაცია სჭირდება. ვერ წარმოვიდგენდით, ალბათ, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში თუ შეაღწევდა პროპაგანდა იმგვარად, რომ იტყოდნენ „დედას და მამას, დედა და მამა არ დაუძახოთო“, რაზეა ლაპარაკი?“ - აღნიშნა მდინარაძემ.ა