მამუკა მდინარაძე პრეზიდენტსა და ოპოზიციაზე - ვერავითარი „ქოლგა“ ვერ უშველით - ვერც „ქოლგა“ და ვერც „უქოლგობა“ იხსნის წვიმისგან, რომელიც მათ ატალახებს, მათ სახეს აჩენს

პრეზიდენტი არ არის, ის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ჯერჯერობით, ფორმალურად ითავსებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ის აღმოჩნდა ყველაზე რადიკალური რიგითი „ნაცის“ ამპლუაში და რა ქოლგა უნდა გაშალოს ასეთი ან რიგითი ნაციდან, ქვედა დონიდან, აღარ ვიცი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩართულია „ღირებულებით ომში“.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ამ კამპანიაში ჩართული, ღირებულებით ომში. ის არის იმ მხარეს, სადაც პატრიარქსაც კი თავს ესხმიან და ყველაზე რადიკალურ „ნაცებს“ შორის აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ ვერაფერი „ქოლგა“ მას ვერ უშველის. მას ვერც „ქოლგა“ და ვერც „უქოლგობა“ იხსნის იმ თავისი მძიმე დაღისგან და შესაბამისი წვიმისგან, რომელი წვიმაც სიბინძურის სახით მათ ატალახებს, მათ სახეს აჩენს, ეს არის მათი წარსული, აწმყო და მომავალიც და ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ. პრეზიდენტი არ არის, ის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უბრალოდ, ჯერჯერობით ფორმალურად ითავსებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ის აღმოჩნდა ყველაზე რადიკალური რიგითი ნაცის ამპლუაში და რა ქოლგა უნდა გაშალოს ასეთი რიგითი ნაციდან, ამ ქვედა დონიდან, მე აღარ ვიცი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება