სებასტიან ლეკორნუ - ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ

საფრანგეთი გეგმავს იარაღის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიებმა საჭირო სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ უკრაინის მიწაზე აწარმოონ, რათა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება გაუწიოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკრაინულ კომპანიებთან, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალაც, მომავალში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არსებობს იდეა, რომ პირველი საწარმოო ერთეულების ამ ზაფხულს გაიხსნას.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ჩართულ კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი KNDS-ი - ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა