ლაშა ფარულავა - ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, რის გამოც არის დაპირისპირება

ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, რის გამოც არის დაპირისპირება. ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ხოლო მეორე ამ გალიას ანგრევს, რაც ჩვენს მოქალაქეებს ასი ათას ლარზე მეტი უჯდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიის მთავარი პრიორიტეტი არის პირადი კეთილდღეობა.

„ივანიშვილის პარტიაში არის დაპირისპირება, ამ დაპირისპირების შედეგია ის, რომ ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ახლა მეორე ამ გალიას ანგრევს და ეს ჩვენს თანამოქალაქეებს ასი ათასი ლარზე მეტი უჯდება. არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, არც მაღალი ფასები და არც ინფლაცია არ არის ივანიშვილის პრიორიტეტი. ივანიშვილის პარტიის მთავარი პრიორიტეტი არის პირადი კეთილდღეობა და ამის გამო ვერ იყოფენ თანამდებობას, რის გამოც არის დაპირისპირება,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია