ანონსი  9 მარტი

9 მარტს, 12:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ გამართავენ პრესკონფერენციას.

თემა: „ადიგენში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების დარღვევის განგრძობადი ფაქტები“.

მის: ირაკლი აბაშიძის 12ბ

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი 577173070

9 მარტს, 13:00 საათზე, ზუგდიდში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

მი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა, 12; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი

9 მარტს, 13:00 საათზე, ურეკში, სასტუმრო „კოლხიდაში“, „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვას წარადგნენ.

თემა: „დიდი პრობლემა - საქართველოში სურსათის ფასები გაორმაგდა!“

საკონტაქტო: თათია ნიკოლაშვილი 599 193 131

9 მარტს, 14:00 საათზე, პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული კონფერენცია გაიმართება, სადაც წარდგენილი იქნება პროგრამის „ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“ ძირითადი მიმართულებები.

მის: წერეთლის გამზირი N 118, გამოფენის ცენტრი „ექსპოჯორჯია“, მე-3 პავილიონი.

9 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, „სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზებით - „დებატების ჩემპიონატი 2024”-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართება

მის: რუსთაველის 29

საკონტაქტო - ირაკლი გაბისონია 555 602 634

9 მარტს, 14:00 საათზე, გურიის განათლებისა და კულტურის განვითარების ფონდის ორგანიზებით, სასტუმრო „სტამბაში“, საჯარო დისკუსია - „ორბის გიგანტური კრუიზი ბახმაროში“ გაიმართება.

საკონტაქტო: 599 05 86 86

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს