ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, რატომ მოხსნა ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილების სიიდან - შეკითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს და საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებს

რატომ მოხსნა ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილების სიიდან, ამაზე უნდა გვიპასუხონ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ შეკითხვები უნდა დაუსვას საკუთარ თავს და საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებს.

„ჩვენ ინფორმაციის დონზე ვიცოდით, რომ ადეიშვილი იყო ევროპულ ქვეყანაში[უნგრეთი], შემდეგ იყო უკრაინაში. ხელისუფლებას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. რატომ მოხსნა ინტერპოლმა ადეიშვილი ძებნილების სიიდან ამაზე უნდა გვიპასუხონ. როდესაც ხარ სახელმწიფო და როდესაც მიგაჩნია, რომ ვიღაც არის კრიმინალი და თუ სწორად გაქვს წარმართული გამოძიება, უნდა უზრუნველყო ამ ადამიანის ქვეყანაში დაბრუნება, როგორც სამართლიანი მექანიზმებით, ისე პოლიტიკურით. ეს შეკითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს და საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებს“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

ამასთან, მან კორუფციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფცია უდიდესი პრობლემაა და ანტიკორუფციული სააგენტო აქტიურად უნდა მუშაობდეს ამ საკითხზე.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ შემობრუნდა, ახსენა კორუფცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა ამბობდა, რომ თუ რომელიმე „ჩინოვნიკს“ ხელი წაუცდება ამ მიმართულებით, ჩვენ მას დავსჯით... არათუ წაუცდათ, პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] პირველ ჯერზე თვითონ გაათავისუფლა ქრთამების და კლანების შექმნის გამო. შემდეგ იგივე პრემიერ-მინისტრი მეორედ შესთავაზა ქვეყანას პრემიერ-მინისტრად. ასე რომ, კორუფცია უდიდესი პრობლემაა. ხელფასების მომატებით არ უნდა იზრდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ანტიკორუფციული სააგენტოს აქტიური მუშაობით უნდა იწყებოდეს, ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი. ისეთი სააგენტო კი არ უნდა შეგვექმნა, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, არამედ დამოუკიდებელი სააგენტო.

როცა ამბობ, რომ კორუფცია არ გინდა ასტრონომიული ხელფასები უნდა დაუნიშნო ხელისუფლების წარმომადგენლებს და პენსიონერებისკენ არ უნდა გავიხედო ეს არის წარმოუდგენელი. მათ აბსოლუტურად დაკარგეს კავშირი ქართულ საზოგადოებასთან და იმ პრობლემებთან, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აქვს“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო