საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ ბერიანიძემ მინისტრს ქვედანაყოფების საქმიანობა და ბაზების ინფრასტრუქტურა გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს.

„ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც, სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მან თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია