ირაკლი ღარიბაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან გაგზავნილ წერილზე - ყველა დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია, „ნაცმოძრაობა" თავისი დანაყოფებით

ოპოზიცია არის გაშიფრული და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია. თქვენ ახსენეთ „პრაიდი" - მინდა ჩვენს ხალხს შევახსენო, 2021 წლის ივლისში ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან? - "პრაიდი", "პრაიდის" უკან ვინ იდგა? ორგანიზაცია "სირცხვილია". ვინ იდგა "სირცხვილიას" უკან? რა თქმა უნდა, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ღარიბაშვილის შეფასებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ოპოზიცია მიჰყვება "თბილისი პრაიდის" მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას.

მისი თქმით, ყველა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა", რომლის დანაყოფებსაც წარმოადგენენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები.

„მარტივი მოცემულობაა მეგობრებო - ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია და ვინ არის დღეს ოპოზიცია რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი დანაყოფებით. თქვენ ახსენეთ „პრაიდი", მოიპოვეთ ეს ინფორმაცია. მინდა ვთქვა, რომ მაშინ რა პროვოკაციაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს, ვინ იდგა ამ აქციების უკან? რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციული, დესტრუქციული ძალები, რომელთა უკან დიახაც, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები დგანან”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო