ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია - მეორე სიცოცხლის დასაწყისი

12 წლის წინ ალბანელი იურისტი, დ. 71 წლის იყო, როდესაც თითებისა და ხელის კანკალი შენიშნა. ნევროლოგმა მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვა. წლების მანძილზე დაავადება სულ უფრო პროგრესირებდა და საბოლოოდ დ.-ს უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად ნავიგაცია. დ.-სთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნების იმედით, მისმა სიძემ სტამბულში (თურქეთი) Acıbadem -ის კლინიკების ქსელს მიმართა.

პარკინსონის დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, დ.-ს ჩივილები მხოლოდ ხელის კანკალით შემოიფარგლებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მას გაუჭირდა გადაადგილება, შეინიშნებოდა მოძრაობის არამდგრადობა, შენელდა მოძრაობები, შემცირდა ნაბიჯების ზომა და გაუარესდა კიდურების მოქნილობა. მიუხედავად სირთულეებისა მედიკამენტების დახმარებით დ.-ს ჯერ კიდევ შეეძლო ყოველდღიური აქტივობების უმეტესობის შესრულება, თუმცა პარკინსონის დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომებს დაემატა კუნთების ატროფირებაც. პაციენტს გარკვეულ მომენტებში არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. გარდა ამისა, აღარ იყო ეფექტიანი არც დანიშნული მედიკამენტები, რომლებიც შვებას მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში თუ ჰგვრიდა. ამ კონდიციით დ.-მ სამი წლის მანძილზე იცხოვრა.

დ.ს- სიძე გვიყვება, „დ.-ს 20 წელია ვიცნობ, ერთ ოჯახი ვართ და იგი ჩემთვის მამასავითაა, სწორედ ამიტომაც ერთმანეთზე ვზრუნავთ. გასული წლების მანძილზე, ჩივილების მატებასთან ერთად, მას გაურთულდა როგორც ყოველდღიური, ასევე სოციალური აქტივობების შესრულება, ეს არამხოლოდ მისთვის, არამედ მასზე მზრუნველი ოჯახის წევრებისათვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.“

დ.-ს ოჯახმა თურქეთში არსებული Acıbadem-ის საავადმყოფო და პარკინსონის დაავადების მკურნალობის შესაძლო ვარიანტები აღმოაჩინა. მათ შეიტყვეს, რომ არსებობს ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია - მეთოდი რომლის შედეგადაც შესაძლებელია პარკინსონის დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება. აღნიშნული პერსპექტივით დაიმედებულმა დ.-მ, მისმა მეუღლემ, ქალიშვილმა და სიძემ გადაწყვიტეს, რომ Acıbadem-ის საავადმყოფოსთვის მოემართათ. მათ გაგვიზიარეს სამედიცინო დასკვნა და ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავდა პაციენტის კანკალის ეპიზოდებს. ამით დაიწყო დ.-ს მკურნალობის პროცესი Acıbadem-ის საავადმყოფოში.

„Acıbadem-ის საავადმყოფოს აღმოჩენითა და ქირურგიული ოპერაციით აღფრთოვანებულები ვიყავით. გვწამდა, რომ ოპერაცია დადებით შედეგებს მოიტანდა და ბოლო წლებში დაკარგული დ.-ს ახალგაზრდული ენერგიაც უკან დაბრუნდებოდა“-გვიამბობს დ.-ს სიძე.

ტვინის ღრმა სტიმულაცია პარკინსონის დაავადების შემთხვევაში

ამჟამად, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლებელია არსებული სიმპტომების შემსუბუქება. DBS ოპერაცია წარმოადგენს მეთოდს, რომელიც პარკინსონის დაავადების ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ მიიღწევა ტვინის კონკრეტულ უბნებში სპეციალური ელექტროდებისა და ლავიწის ძვლის ქვეშ სტიმულატორის განთავსების მეშვეობით, რა დროსაც სტიმულატორი ელექტრონულ იმპულსებს უგზავნის ელექტროდს და შედეგად არეგულირებს ტვინში არსებულ ანომალიურ ელექტრონულ სიგნალებს. პროცედურის შემდეგ დაახლოებით 80 პროცენტით მცირდება კიდურების კანკალი, შესაძლებელია მოძრაობის კონტროლი და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს საგრძნობლად, 70 პროცენტით უმცირდებათ კუნთების ატროფირების შემთხვევები, ხოლო 50 პროცენტით უმჯობესდება გადაადგილების უნარი.

ხელმეორედ დაბადება

პროფესორი საბანჯის განმარტებით, „დ.-ს იდიოპათიური პარკინსონის დაავადება 12 წლის განმავლობაში აწუხებდა. მისი ჩივილები მოიცავდა კუნთების ატროფიას, სიარულის სირთულესა და ხელის კანკალს. ნევროლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური ტესტებისა და MRI სკანირების მეშვეობით, ჩვენს ნევროლოგებთან ერთად ერთობლივი შეფასების შემდეგ დავადგინეთ, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციისათვის შესაფერისი კანდიდატი იყო და საბოლოოდ ოპერაციაც ჩავატარეთ.“

ოპერაციის შემდგომ რამდენიმე დღეში, ტელევიზორის მსგავსი დისტანციური მართვის მოწყობილობის მეშვეობით სტიმულატორი გააქტიურდა. ოპტიმალური სიმპტომური გაუმჯობესების მისაღწევად გასწორდა DBS-ის პარამეტრები და პაციენტმა მნიშვნელოვანი პროგრესიც იგრძნო. აშკარა იყო რომ კუნთები ატროფირებული აღარ იყო, მოძრაობის უნარი გაუმჯობესდა და კანკალიც აღარ იგრძნობოდა. მოსალოდნელია, რომ პაციენტის გადაადგილების უნარები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო ჩივილები უფრო და უფრო შემცირდეს. დ. უსაზღვროდ მადლობელია ზრუნვითა და მხარდაჭერით, რომელიც მან მიიღო. მისი თქმით, „Acıbadem-ის საავადმყოფოში 2 კვირის მანძილზე ყოფნის პერიოდში არსებული გარემო და ექიმები შესანიშნავად მახსენდება. ვაფასებ ყველაფერს, რაც საავადმყოფოს თითოეულმა პერსონალმა ჩემთვის გააკეთა.“

პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მისმა სიძემ გვიამბო, „დ.-ს მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. პროცესით ძალიან კმაყოფილები ვართ და რამდენიმე დღეში ალბანეთში ვბრუნდებით. ერთი სული გვაქვს დ.-ს მდგომარეობის ცვლილების შემდეგ სახლში ყველას რეაქცია ვიხილოთ. უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, რადგანაც დ. ცხოვრებით ტკბობას კვლავინდებურად ისევ შეძლებს.’’

Acıbadem-ში პარკინსონის დაავადების სამკურნალო მოწინავე მეთოდებს ერთობლივად შეიმუშავებენ ნევროლოგები, ნეიროქირურგები და ნეიროფსიქოლოგები. პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ Acıbadem-ს ყოველწლიურად ასობით პაციენტი მთელი მსოლფლიოდან მომართავს. თუ ზუსტად არ იცით თქვენს მდგომარეობაში რამდენად მიზანშეწონილია DBS-ი, მოგვმართეთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებში. მოითხოვეთ კონსულტაცია დღესვე:

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ