ანონსი 11 მარტი

11 მარტს, 09:00 საათზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: მარეგულირებელი უწყების, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მის: სასტუმრო “პულმანი”, ჭავჭავაძის გამზირი 37.

11 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

11 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

11 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ სურმავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქალების ჩართულობა ეკონომიკაში, შრომითი უფლებები და არსებული გამოწვევები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო

11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, თემატური მოკვლევის ანგარიშის „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

11 მარტს, 12:30 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პუბლიკაციის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენას გამართავს სახელწოდებით - „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“

მის: ახალციხე, სასტუმრო „ახალციხე ინნ“

საკონტაქტო: ნინო ნატროშვილი - 595 35 64 68

11 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

11 მარტს, 14:00 საათზე “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პრემიერის განცხადება სამომხმარებლო ფასების ინდექსზე.

მის: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი N10 (პარტიის ოფისი, სართული 5)

საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634

11 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში