რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, კიდევ ორი კი - ​​ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს