პრემიერი - გამოწვევები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია - მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე იქნას მიღებული - გამოწვევა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოთხოვნები ექნება ჯანდაცვის ახალი მინისტრისადმი.

როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„გამოწვევები, რომელიც სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე - ესენი არიან სამედიცინო საზოგადოება, დევნილები, ის ადამიანები, რომელთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა. მნიშვნელოვანია იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ეფექტიანი მენეჯმენტი. მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს