დღეს რამადანის თვე დაიწყო

დღეიდან მუსლიმთათვის რამადანის, მარხვის თვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და ალაჰმა მას მოციქულის მისია შთააგონა. მორწმუნე მუსლიმები რამადანს მარხვაში ატარებენ. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება და გაჭირვებულთა დახმარება, ადამიანების ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება; როგორც წესი, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია