შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს მიხეილ სარჯველაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ფრაქციაში იმსჯელებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულ მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ფრაქციაში იმსჯელებენ.

პაპუაშვილის თქმით, თავმჯდომარის კანდიდატურას სწორედ ფრაქცია წარადგენს.

“გვექნება მსჯელობა. ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას. მომავალ კვირას არის სასესიო კვირა და ფრაქციაში ვიმსჯელებთ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, “მიხეილ სარჯველაძე კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო”.

“მისი კომიტეტი გამოირჩევა იმით, რომ ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, სოციალურ, შრომის საკითხებზე, ასევე ჯანდაცვაზე - ეს უფლებაც ამ კომიტეტის განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მთავარი მიმართულება, რაც პრემიერმა დაისახა კაბინეტისთვის და ამ სამინისტროსთვის - დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციით იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე, რომელიც პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია