შალვა პაპუაშვილი გვარამია-მელიაზე - ვუყურებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს

კლონირების პროცესს ვუყურებთ - ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და მეორე "ნაციონალური მოძრაობის" [ყოფილი] თავმჯდომარე გამოდიან და უნდათ, რომ სერიოზული სახით ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი არ არიან "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი სხვა ოპოზიციური პარტია არ არსებობს და ყველა მათგანი "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფია.

"სინამდვილეში ხდება ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას. არ არსებობს არანაირი სხვა პარტია, სინამდვილეში ეს ყველა არის "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფი, ან როგორც მას "ნაციონალური მოძრაობის" გურუმ - მიხეილ სააკაშვილმა უწოდა - კლონები და ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ საერთო ჯამში, რომლის მიზანია, თითქოს დააბნიონ საზოგადოება, წარმოაჩინონ თავი არა "ნაციონალურ მოძრაობად". ეს ორი ადამიანი, ერთი - "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგი, მეორე "ნაციონალური მოძრაობის" [ყოფილი] თავმჯდომარე, ახლა გამოდიან და უნდათ, რომ სერიოზული სახით ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი არ არიან "ნაციონალური მოძრაობა". როგორც გიორგი ვაშაძე არ იყო "ნაციონალური მოძრაობა" და ბოლოს ისევ სხდომათა დარბაზშიც კი "ნაციონალური მოძრაობის" რიგში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ამიტომ რაც უფრო მეტად გამოჩნდება ეს ყველაფერი, მით უფრო კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენ საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე