მიხეილ სააკაშვილი - ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით ჩავიდა სამშობლოში, ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდა რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს

ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ - კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის შეფასებით, "ნავალნი ნამდვილი გმირი იყო".

„მინდა ვთქვა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მე გამოსვლის შესაძლებლობა არ მომეცა. ეს ის სხდომა იყო, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ მოხდა. ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ. კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნის ტრაგედია მოხდა, ის ნამდვილი გმირი იყო.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი თემა ისევ ძალიან გააქტიურდა და ჩემი გათავისუფლება მოითხოვა პოლონეთის საგარეო მინისტრმა, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, ევროპის სახალხო პარტიის კომიტეტმა და ჩემი მიმართვა წაიკითხეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ძირითადმა წარმომადგენელმა ევროპულ ინსტიტუტებში ნატალია ლუაზომ. აგრეთვე, ჩემი გათავისუფლება პოლონური დემოკრატიის ალიანსმა მოითხოვა. რაც მთავარია, ჩემს გათავისუფლებას ითხოვს ასობით ათასი ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის ხელმომწერი პეტიციის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!