შალვა პაპუაშვილი - ერთი საკადრო გადაწყვეტილებით ოკუპაციის საკითხი არ წყდება - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ გაღრმავებაზე არ არის საუბარი

ერთი საკადრო გადაწყვეტილებით ოკუპაციის საკითხი არ წყდება - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ გაღრმავებაზე არ არის საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნა გააღრმავებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობებს“.

მისივე თქმით, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული ეს ურთიერთობები. პრობლემები სხვა რამეშია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან. იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ აქ გაღრმავებაზე არ არის საუბარი. საუბარია, მთავარ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებშია, ის რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული," - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება