ილია დარჩიაშვილი - ელჩებთან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვიხილეთ - კრიმინალები მსგავსი ტიპის შეხვედრებში არ უნდა მონაწილეობდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრისას გამოხატა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი.

როგორც დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მათი პოზიციაა, რომ კრიმინალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ.

„დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირს ელჩთან და ასევე გერმანიის ელჩთან საქართველოში. ჩვენ ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ, რომ ის ადამიანი კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მჯავრდებული ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები და ბრალდებულები, არ უნდა იღებდნენ მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში მონაწილეობას ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე მესაუბრა. ზოგადად, ბოლო პერიოდში ჩვენ გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც ძალიან მძიმე ბრალდებები არსებობს. ვფიქრობ, ჩვენ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობართან უნდა გამოგვეხატა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები მართავენ“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს არის ის საკითხი, რომლის განხილვას საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან მომავალშიც გააგრძელებს.

როგორი იყო ელჩების პოზიცია ამ საკითხზე, მინისტრმა არ დააკონკრეტა.

„არ იქნება სწორი ჩვენი საუბრის გამოტანა. ელჩებთან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ კრიმინალები მსგავსი ტიპის შეხვედრებში არ უნდა მონაწილეობდნენ“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება