შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ადეიშვილთან, კრიმინალთან შეხვედრების ნორმალიზებისა - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა და მოგვესმინა განმარტებები, თუ რასთან გვქონდა საქმე, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან, ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხი მოელის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ქვეყანა იზიარებს ევროკავშირთან და რომლის გამოც ისწრაფვის ევროკავშირისკენ, იქნება გაზიარებული ევროპის ყველა ქალაქში, ყველა დონეზე და შესაბამისად, იქნება რეაგირებები.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში - ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები.

„გარდა ამ შეხვედრებისა კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გასულ კვირას. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა და მოგვესმინა განმარტებები, თუ რასთან გვქონდა საქმე, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან, ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ვწუხვარ, რომ საელჩოებს ჰქონდათ ასეთი რეაქცია იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც იყო საზოგადოებაში. ქართველი ხალხი მოელის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირთან და რომლის გამოც ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, იქნება გაზიარებული ევროპის ყველა ქალაქში, ყველა დონეზე და შესაბამისად, იქნება რეაგირებები. ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში შექმნეს წამების, ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამაზე დაფიქრდება ყველა ჩვენი პარტნიორი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება