„ჯივიპიმ“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის უსაფრთხო ოპერირებისთვის  ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიები დანერგა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ჰესის სტაბილური და უსაფრთხო ოპერირებისთვის 4 ერთეული ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დაამონტაჟა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.

HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას.

აღნიშნული პროექტი „ჯივიპის“ დაკვეთით კომპანია „რეტკომ“ Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია