შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირის მიმართ - ევროკავშირი არ უნდა იქცეს ქართველი კრიმინალების თავშესაფარ სივრცედ

მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს პოზიცია, რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანებთან ურთიერთობის, რომელმაც საქართველოში შექმნეს წამების, ადამიანის ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა.

"საზოგადოებას შევახსენებთ, ეს არ იყო მხოლოდ მისი ყოფნა ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში, ეს იყო შეხვედრების მთელი სერია, მათ შორის, გერმანიაში. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხებში კომისართან შეხვედრაში, ხაზს ვუსვამ, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისართან და სხვადასხვა დირექტორატის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ. ეს ეწინააღმდეგება იმ ცხრა პრიორიტეტს, რომელზეც საუბარი გვაქვს. ეწინააღმდეგება პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის, თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ისე, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალდიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში.

ქართველი ხალხი ელოდება, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ ევროკავშირთან, რომლის გამოც ვისწრაფვით ევროკავშირში, გაზიარებული იქნება ევროპის ყველა დედაქალაქში, ყველა დონეზე და, შესაბამისად, იქნება რეაგირებები.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12 პრიორიტეტზე, ხან ცხრა პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ. მათ აქვთ ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებით – ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანებთან ურთიერთობის, რომელმაც საქართველოში შექმნეს წამების, ადამიანის ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა. იმედი მაქვს, ამაზე დაფიქრდება ყველა ჩვენი პარტნიორი და გადმოგვცემენ დამნაშავეებს,’’ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება