ანა წითლიძე გვარამია-მელიაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს.

"მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ამით ხმები დააკლდეს," - განაცხადა წითლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე