ნიკა გვარამია - ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთიანდეთ!

მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთიანდეთ! მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიმ მისი და ნიკა მელაის პოლიტიკური გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გაერთიანების შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანა წინ, მომავლისკენ.

„ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთდიანდეთ! მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა[მელია]ამბობს, წინ, მომავლისკენ. არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე!“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ლოგო, რომელიც პრეზენტაციაზე წარმოადგინეს კარგად აჩვენებს, მისი და ნიკა მელიას გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას.

„ერთ-ერთი მთავარი,რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4 რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების, ახალი ნომერი წარმატების, ახალი ნომერი უკან დახევაზე უარის, ახალი ნომერი კვალიფიციური შეთავაზებების, შინაარსზე ლაპარაკის, ახალი ნომერი, რომელიც მიდის წინ, მომავლისკენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება