მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე, შესაძლოა, რატი იონათამიშვილმა შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე, შესაძლოა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა შეცვალოს.

მისივე თქმით, იონათამიშვილის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში ზეპროფესიონალია და ამ პოსტზე მისი კანდიდატურა ყველაზე რელევანტურია.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს - მდინარაძე არ საუბრობს, ვინ შეიძლება დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა.

„უმრავლესობის ფორმატში არ განგვიხილავს ეს საკითხი. მე მქონდა რატი იონათამიშვილთან საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ის ფრაქციის თავმჯდომარეა, ის პარლამენტში ერთ-ერთია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს უფლებების კუთხით და ჩემი აზრით, ის საუკეთესო კანდიდატურაა. მე ძალიან მენანება ეს ადამიანი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, იქ გადასასვლელად, თუმცა ჩვენ ამაზე გვაქვს კონსულტაციები და სავარაუდოდ, გუნდს ჩვენ უმრავლესობის სხდომაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი 19 თებერვალს დაიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია