ფოთის მერის მოადგილე - შენდება საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერების გადაზიდვას - მშენებელ კომპანიას ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს

ფოთში, ნაბადის უბანში, სადაც მოსახლეობა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი მივიდნენ.

როგორც მათ შეკრებილებს განუცხადეს, აღნიშნულ ტერმინალზე მოხდება კონტეინერების გადაზიდვა და არანაირად არ განხორციელდება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მასალის გადამუშავება.

,,აქ შენდება საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ითვალისწინებს კონტეინერების გადაზიდვას. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და მშენებელ კომპანიას ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს. მოვედი, რათა გამეგო თუ რა პრობლემა აწუხებდა მოსახლეობას, შევახვედრე კომპანიის წარმომადგენელი. ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, მაგრამ მოსახლეობას აინტერესებს კონკრეტულად, რა ტერმინალი შენდება, ვინ აშენებს, რომელი ქვეყანაა წარმომადგენელი. საუბარია იმაზე, რომ ქუჩიდან გადავინაცვლოთ სადმე სივრცეში, სადაც ინვესტორი შეძლებს ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას, თან გეგმავს, რომ პრეზენტაცია გამართოს, რათა ადგილობრივებმა იცოდნენ, რა იგეგმება სამომავლოდ“, - განაცხადა მამუკა პაპასკირმა.

ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ამ დრომდე, ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება მოხდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება