გრიგორი კარასინი - რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს მხარი უყოყმანოდ დაუჭირა და სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განხილვისთვის არაფორმალური დიალოგის მექანიზმი შეიქმნა.

„ეს მე და ზურაბ აბაშიძეს დაგვევალა, რომელიც მას შემდეგ 11 წელზე მეტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელი იყო. 26 შეხვედრა შედგა, ძირითადად პირისპირ (პანდემიის დროს - ვიდეო კონფერენციის საშუალებით), ხოლო მუდმივი კონტაქტი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდა“, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტებს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

„კულტურული გაცვლებისთვის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით, კონტაქტების დამატებითი შესაძლებლობები შევქმენით. ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურებაში წვლილი შევიტანეთ. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია“, - განაცხადა კარასინმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია