BTU ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური კვლევითი პროექტები - ყოველივე ეს, 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის 9 აკრედიტებული პროგრამა აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, რომელთა შორის 7 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ამ დრომდე 8 000-ზე მეტ პირს აქვს მოპოვებული, აკადემიური პერსონალის და ლექტორების რიცხვი კი 400-მდეა. BTU თანამშრომლობს 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აკავშირებს პარტნიორობა 80-ზე მეტ უმაღლესი რეიტინგის მქონე დასავლურ უნივერსიტეტთან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 12 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ს Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, EUA და სხვა.

ამ დრომდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს, მათ შორის: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB, MICROSOFT LAB და სხვა.

უნივერსიტეტი აგრეთვე ამატებს უპრეცედენტო საბაკალავრო პროგრამას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელიც ამჟამად, აკრედიტაციის პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები არა მხოლოდ BTU-ს, არამედ, გერმანული ცვიკაუს უნივერსიტეტის (Zwickau University of Applied Sciences) დიპლომის სრული დაფინანსებით მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. აგრეთვე, სტუდენტები შეძლებენ სურვილისამებრ მოიპოვონ Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიკატები ხელოვნური ინტელექტის ცალკეულ კომპონენტებში. 4 წლის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური BTU AI პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით და მულტიმედია მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებს და სხვა რესურსებს, რომელიც სისტემატურად განახლებადია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით შეიქმნა GeorgiAI, ქვეყნის მასშტაბური ციფრული ფონდი, რომელიც ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისა თუ სხვა მიზნებისთვის გამოიყენება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 2025 წელს ოფიციალურად გაიხსნება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება